ბულეზი პიერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიერ ბულეზი

ბულეზი პიერ - Pierre Boulez (25. III. 1925, მონბრიზონი, ლუარის დეპარტამენტი 5. I. 2016, ბადენ-ბადენი), ფრანგი კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი, ო. მესიანისა და რ. ლეიბოვიცის მოწაფე. ა. ვებერნის მიმდევარი.

1950-იანი წლების ავანგარდიზმის ერთ-ერთი ლიდერი. აწარმოებდა ექსპერიმენტებს კონკრეტული მუსიკის სფეროში. ბულეზის რიგი ნაწარმოებები პუანტილიზმის ტექნიკის, ტოტალური სერიალიზმის ნიმუშია. მის ნაწარმოებში ვხვდებით აგრეთვე სონორისტიკისა და ალეატორიკის ელემენტებს.

ბულეზის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია: მუსიკალური პიესა კონტრალტოსა და ექვსი საკრავისათვის „ჩაქუჩი უოსტატოდ“ (1954, მე-2 რედ. 1957, პოეტ-სიურრეალისტ რ. შარას ტექსტზე), „სტრუქტურები“ 2 ფორტეპიანოსათვის (1-2 წიგნი, 1952-61).

ახალი მუსიკის კონცერტების „Domaine musical“ (1954-67) ორგანიზატორი და ხელმძღვანელი. 1975-იდან ხელმძღვანელობს პარიზში მის მიერ შექმნილ „მუსიკალურ-აკუსტიკურ პრობლემათა კვლევისა და კოორდინაციის ინსტიტუტს“ (IRCAM). 60-იანი წლებიდან ძირითადად გამოდის როგორც დირიჟორი ბი-ბი-სისა და ნიუ-იორკის ფილარმონიულ ორკესტრებთან ერთად.




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები