ბრატმანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბრატმან – ქართლის (იბერიის) მეფე ძვ.წ. II საუკუნის I ნახევარში. ლეონტი მროველის მიხედვით იგი ებრძვის ფარნაჯობის შვილს მირვანს. მარცხდება და ბრძოლაში იღუპება. მასვე მიეწერება მცხეთის გალავნისა და ქართლის ციხე-სიმაგრეთა გამაგრება.
ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობს მოსაზრება, რომ ბრატმანი არის დიონ კასიოსის „რომის ისტორიაში“ ძვ.წ. 36 წ. ამბებთან დაკავშირებით მოხსენიებული ფარნავაზი (ფარნავაზ II)