ბოტკოველი გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გიორგი ბოტკოველი — დაიბადა 1979 წლის 2 ივნისს ქ. თბილისში.
განათლება — ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, გამოყენებითი მათემატიკა.
სამუშაო გამოცდილება
- თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა, მოსაკრებლების სამსახურის უფროსი (2004 – 2006);
- გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექცია, კახეთის ბიუროს სწრაფი რეაგირების ჯგუფის უფროსი, სამცხე ჯავახეთის ბიუროს უფროსი (2006-2007);
- საპრეზიდენტო პროგრამა "პატრიოტი", საგარეჯოს ბანაკის დირექტორი (2007);
- კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე (2008);
- საქართველოს კონტროლის პალატა, ადმინისტრაციის უფროსი (2008-2012);
- კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, პირველი მოადგილე (2012-2013);
- თბილისის ნაძალადევის მუნიციპალიტეტის გამგეობა, გამგებლის მრჩეველი (2013-2014)
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.