ბორჯომის მეტეოსადგური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბორჯომის მეტეოსადგური – მეტეოსადგური მდებარეობს მდინარე ბორჯომულას მარჯვენა სანა პიროზე, პარკის შესასვლელთან, ზღვის დონიდან 789 მ სიმაღლეზე. მეტეოროლოგიური მოედანი შემოფარგლულია ბორჯომ-ბაკურიანის მთებით, რომელთა სიმაღლე 100 მეტრს აღემატება. მეტეოროლოგიური მოედნის ჰორიზონტდახურულია ყველა მიმართულებით. მეტეოროლოგიურ სადგურზე დაკვირვებები წარმოებს 1877 წლიდან დღემდე.