ბენეფისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბენეფისი — (ფრანგ. benefice — მოგება, სარგებელი) – სპექტაკლი, რომლის შემოსავალი მთლიანად ან ნაწილობრივ გადაეცემოდა ერთ ან რამდენიმე მსახიობს – „ბენეფიციანტებს“ (სპექტაკლისთვის გაწეული ხარჯის გამოკლებით). პირველი ბენეფისი შედგა საფრანგეთში 1735 წელს. სულ მალე იგი ყველგან გავრცელდა. პირველხანად ბენეფისი იმართებოდა მსახიობის მატერიალური მხარდაჭერის მიზნით, შემდგომში კი მან მიიღო ხელფასის დანამატის არაოფიციალური სახე.

ბენეფიციანტის ტრადიციული უფლება, თავად შეერჩია პიესა, ზოგჯერ სცენისაკენ გზას უხსნიდა შესანიშნავ დრამატურგიულ ნაწარმოებს, მაგრამ უფრო ხშირად პიესის შერჩევა ხდებოდა მომგებიანობის ნიშნით, მაყურებელთა ფართო წრის მოსაზიდად. ბენეფისის სისტემა შენარჩუნებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები