ბახი იოჰან ქრისტიან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
იოჰან ქრისტიან ბახი - (გერმ. Johann Christian Bach) [5. XI. 1735, ლაიფციგი,– 1. I. 1782, ლონდონი], კომპოზიტორი და პიანისტი. ი.ს. ბახის უმცროსი ვაჟი. დიდხანს ცხოვრობდა მილანსა და ლონდონში (აქედან – „მილანელი“ და „ლონდონელი“ ბახი).
განავითარა ე.წ. გალანტური, ანუ დახვეწილი სტილი. სახელი მოიპოვა როგორც ოპერების (12) ავტორმა. საფორტეპიანო მუსიკაში გადმოიტანა იტალიური საოპერო მელოდიკის მღერადობა. გავლენა მოახდინა ახალგაზრდა მოცარტზე.