ბაზრის ფიასკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბაზრის ფიასკო (market failure) - სიტუაცია, რომლის დროსაც ბაზარს არ ძალუძს ეკონომიკურ არჩევანთან დაკავშირებული პროცესების იმგვარად კოორდინირება, რომ უზრუნველყოს რესურსების ეფექტიანი გამოყენება. რესურსების განაწილების სფეროში ბაზრის ფიასკო, თეორიულად, სახელმწიფოს ჩარევის გამართლების საფუძველია.