ახმეტელი ლევან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლევან ახმეტელი – დაიბადა 1954 წლის 9 თებერვალს თბილისში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ფაკულტეტი (1977).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა ინჟინრად სამშენებლო სამმართველოში (1985-91).
- 1-ლი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი; მრეწველობის, ენერგეტიკის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის კომისიის წევრი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).