აფერეზისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აფერეზისი – (ბერძნ. aphairesis წართმევა), სიტყვის თავში ბგერის (მარცვლის) დაკარგვა, ჩვეულებრივ, წინამავალი სიტყვის ბილოკიდური ბგერის (ბგერების) გავლენით. მაგ. ძვ. ქართ: პილო < სპილო, რკო < კრკო. სიტყვის თავში მ- (თანხმოვნის წინ) თითქმის ერთნაირად იკარგება აღმოსავლურ და დასავლურ კილოებში: შობელი < მშობელი, გალობელი < მგალობელი, ძინარე < მძინარე…
გ. იმნაიშვილი
ლიტერაატურა
ახვლედიანი გ. ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ., 1949.