არსენი (აფხაზეთის კათოლიკოსი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არსენი – აფხაზეთის (დას. საქარველო) კათოლიკოსი XIV საუკუნის 90-იანი წლები. ცნობა იმერეთის მეფისა, გიორგი I (1389-1392), დროს არსენის 1390 წ. კათოლიკოსად დადგენის შესახებ დაცულია ბატონიშვილ ვახუშტის თხზულებაში. უცნობია მისი ზეობის ზედა ქრონოლოგიური ზღვარი. არსენს შეუდგენია წმ. აბიბოს ნეკრესელის სჳნაქსარი.
ო. ქორიძე
არსენი მრავალმნიშვნელოვანი |
ლიტერატურა
- კარბელაშვილი პ., იერარქია საქართველოს ეკლესიისა. კათალიკოსნი და მღვდელმთავარნი, ტფ., 1900;
- ქორიძე თ., აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსები და კათოლიკოს-პატრიარქები, წგ.: საქართველოს კათოლიკოს პატრიარქები, თბ., 2000.