არარატის მთა - მდებარეობს თურქეთში, სომხეთის საზღვართან ახლოს, მდინარე არაქსის მარჯვენა ნაპირის შუაწელში. იგი ორი მწვერვალისაგან - დიდი და მცირე არარატისაგან შედგება. დიდი არარატის სიმაღლეა 5165 მ, რომლის მწვერვალი მუდმივად თოვლითაა დაფარული. ბიბლიის თანახმად, სწორედ აქ შეჩერდა ნოეს კიდობანი.
წყარო
ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის