ალტერნატივა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალტერნატივა – ( ფრანგ. alternative ლათ. alter ერთი ორიდან), ურთიერთგამომრიცხავი შესაძლებლობა; ორი ან რამდენიმე შესაძლებლობიდან ერთი ვარიანტის არჩევა, რომელსაც აქვს უპირატესობა (მათ შორის, ეკონომიკური).
თამაშების თეორიაში – ერთ-ერთი პოზიცია, რომელშიც, თამაშის წესებიდან გამომდინარე, მოცემული პოზიციიდან გადასვლა შეიძლება ერთი სვლით.