აილიზაარა აილიძაარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აილიზაარა აილიძაარა (აჲლზაარა,აჲლძაარა) - აფხ. განხეთქილება, ჩხუბი გვარებს ან მეზობლებს შორის. ქურდობის, ლანძღვის, ცუდი საქციელის, ქალის გატაცების, გაუპატიურების და ა.შ. ნიადაგზე განხეთქილება და ჩხუბი წარმოიქმნებოდა. დასახელებულ უსიამოვნებათაგან ქალის გატაცებას და გაუპატიურებას ან ქალის ღირსების შელახვას გვართა შორის სისხლ-მესისხლეობა მოჰყვებოდა.