აია (მითოლოგიური პერსონაჟები)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აია(ბაბილონ.) შამაშის ღვთაებრივი მდედრული ცალი. ტექსტებში იხსენიება მის საცოლედ ან ცოლად, თუმცა არსად იხსენიება მათი ნაშიერი.

შამაშისადმი მახვეწარი, ჩვეულებრივ, არც ამ ქალღმერთს ივიწყებს და მასთან ერთად ევედრება: „ყოველ წელიწადს, გმირო მეომარო შამაშ და აია, ჩემს კეთილ საქმეთ სიხარულით მოჰხედავდეთ“. გილგამეშის ეპოსში აია გმირის მეოხეა შამაშის წინაშე. ნინსუნას ვედრებაში შამაშის მიმართ ნათქვამია: „საცოლე აიამ უშიშრად მოგაგონოს, ანდო გილგამეში ღამის მხმილავებს“.

ქალღმერთი არ ახლავს თავის მეუღლეს მის ღამეულ მგზავრობაში. როდესაც შამაში ოკეანის გავლით დედის წიაღში ბრუნდება დასასვენებლად, აია ცაზე ანათებს, ვითარცა „დედოფალი წითლად მბრწყინავი ვარსკვლავისა“. ღამით „ცის აია“ ცვლის „ცის შამაშს“, ხოლო დილით ამომავალ მზესთან შეხვედრისას ესალმება და გუნებას უკეთებს: „აია, საყვარელი მეუღლე შენი, მოგესალმოს“.

აია შემკულია იშთარის ეპითეტებით, როგორც მისი ერთ-ერთი გამოვლინება: „სიამეთა და შვებათა ქალბატონი“, „სიყვარულის დედოფალი“, რაც მას აკავშირებს ნაყოფიერების კულტთან და ამ ბუნების ღვთაებათა წრეში შეჰყავს. ამასვე მოწმობს მისი გაიგივება „დედა ცხვართან“. ხამურაბის კანონების პროლოგში მოხსენიებულია აიას კულტი სიფარში: „ყურისმგდებელი ძლიერი შამაშისა, სიფარქალაქის განმამტკიცებელი, მწვანით შემმოსველი აიას საქორწინო სახლისა...“


Logo1.JPG აია მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები