ადიდ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ადიდ (ადჷდ) - აფხ. ადიდბჟი (ადდბ) - ჭექა-ქუხილი, გრგვინვა. ერთ-ერთი ნართული ლეგენდის თანახმად, გუდაუთის რაიონის მცირე მთას თავდაპირველად ჭექა-ქუხილით ნართი „დიდ“ დაეპატრონა, რის შედეგაც ამ მთას „დიდ“/დიდრიფშ უწოდეს. დიდს ცხოვრების მოძრავი წესი ჩამოუყალიბდა - იგი ამ მთასა და ჩრდილო კავკასიას შორის მოგზაურობდა. თუმცა, მუდმივად თავის სამშობლოში - ჩრდილო კავკასიაში ბრუნდებოდა.