ადარნასე (ერისმთავარი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადარნასე - (VII საუკუნის I ნახევარი), ქართლის ერისმთავარი. ქართლის ერისმთავრის, სტეფანოზ I-ის, ძე, უფლისწულობაში ატარებდა „ვიპატოსის“ ბიზანტიურ ტიტულს. მის დროს მოხდა საეკლესიო განხეთქილება ქართლსა და სომხეთს შორის (607-608).

ადარნასე მომხრე იყო ბიზანტიური პოლიტიკური გეზის, რომელიც ქართლში ირანელთა ბატონობის დროსაც არ შეუცვლია. ამის გამო მან ერისმთავრობა დაკარგა. კავკასიაში ჰერაკლე კეისრის ლაშქრობათა დროს (627-628) ერისმთავრად აღადგინეს. ალბანელ მთავარ ჯავანშირთან ერთად უტის მხარეში ირანელები დაამარცხა. არსებობს მოსაზრება, რომ იგი ბაგრატოვანთა გვარის წარმომადგენელია. ადარნასე მცხეთის ჯვრის ტაძრის ერთ-ერთი ქტიტორია — ტაძრის აღმოსავლეთ ფასადში გაბრიელ მთავარანგელოზის წინაშე მავედრებლის პოზაში ჩასმულია რელიეფი მისი გამოსახულებით, რომელსაც ახლავს ასომთავრული წარწერა: „წმიდაო გაბრიელ მთავარანგელოზო, ადრნერსეს ჳატოსსა მეოხ ეყავ“. ადარნასე დასახელებულია სტეფანოზ ქართლის ერისმთავრის სახლის წევრებს შორის მცხეთის ჯვრის კვარცხლბეკის წარწერაშიც. მოიხსენიება აგრეთვე თხზულებაში „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, სადაც ნათქვამია, რომ სტეფანოზის „შემდგომად ერისთავობდა ადრნერსე“.

ვ.სილოგავა

ლიტერატურა

  • ეპისტოლეთა წიგნი, ზ. ალექსიძის გამოც., თბ., 1968;
  • მოვსეს კალანკატუაცი, ალვანთა ქვეყნის ისტორია, ლ. დავლიანიძე-ტატიშვილის გამოც., თბ., 1985;
  • მოქცევაქაჲ რთლისაჲ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ი. აბულაძის რედ, თბ., 1963.
  • ალექსიძე ზ., უძველესი ცნობა ბაგრატიონთა დინასტიის შესახებ, „ქრისტიანული კავკასია“ ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი თბ., 2002;
  • მუსხელიშვილი დ., საქართველო IV-VIII საუკუნეებში, თბ.,2003.

იხილე აგრეთვე

ადარნასე (ქართლის ერისმთავარი)


Logo1.JPG ადარნასე მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები