ჩიქავა გოგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გოგი ჩიქავა – დაიბადა 1960 წლის 20 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალკახათში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1989). სამხედრო სამსახური (1979-81).
სამუშაო გამოცდილება
- ეკონომისტი (1981-90).
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, მაჟორიტარი, ისნის რაიონის №15 საარჩევნო ოლქი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).