კასტალია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:31, 20 ნოემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კასტალია(ბერძნ.) ნიმფა, ზღვის ღმერთის, აქელოოსის ქალიშვილი. აპოლონმა თვალი მოჰკრა თუ არა პარნასოსზე მოსეირნე კასტალიას, მოიხიბლა მისი მშვენებით და დაედევნა. თავი რომ დაეღწია მისი ალერსისგან, ნიმფამ იქვე მდინარ ნაკადულში სცადა მიმალვა: იგი წყაროდ გარდაისახა, ხოლო ამ წყაროს მისი სახელი ეწოდა. მას შემდეგ კასტალია აპოლონისა და მუზების წმინდა წყაროა. დელფოს ორაკულთან მისული მომლოცველები პირველად მის წყალში განიბანებოდნენ ხოლმე.

ელინისტური ეპოქიდან მოყოლებული კასტალია პოეზიის სიმბოლოდ იქცა. გადატანითი მნიშვნელობით კი დღეს იგი შთაგონების წყაროდ მოიაზრება.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები