სნხჩიანი ჟორა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჟორა სნხჩიანი – დაიბადა 1951 წლის 5 იანვარს ბოგდანოვკის (ნინოწმინდა) რაიონის სოფელ ჯიგრაშენში.
მწერალი. წიგნების, ლექსების კრებულების ავტორი.
განათლება – ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (1973).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა პარტიულ საქმიანობას.
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): მაჟორიტარი, №5.41 ნინოწმინდის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა კომისიის წევრი.
- საქართველოს სომეხ მწერალთა კავშირის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე.
სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენის კავალერი.