ჟვანია ლაშა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლაშა ჟვანია – დაიბადა 1973 წლის 14 ოქტომბერს თბილისში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (1995); ასპირანტურა (1998).
სამუშაო გამოცდილება – მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე.
- ფინანსთა მინისტრის მოადგილე (2002-2003);
- საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (2004-2005);
- საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (2005-2008).
- პარლამენტის წევრი (2008): მაჟორიტარი, №7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.
- ეკონომიკური განვითარების მინისტრი (2008-2009).