იოლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:49, 18 ნოემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იოლე(ბერძნ.) ექალიის მეფის, ევრიტოსის ასული, ჰერაკლეს საყვარელი. ევრისტოსმა განაცხადა, რომ თავის მშვენიერ ასულს იმ გმირს მიათხოვებდა, ვინც მშვილდოსნობაში დაამარცხებდა მასაც და მის ვაჟებსაც. ამ პაექრობაში მონაწილეობდა გმირთაგმირი ჰერაკლე და რა თქმა უნდა, გამარჯვებაც მას ერგო წილად. მაგრამ გატეხა სიტყვა ევრიტოსმა. ხოლო ჰერაკლემ მოკლა უპირო მეფე და მოიტაცა მისი ასული.

როდესაც ჰერაკლეს მეუღლემ, დეიანირამ, ეს ამბავი გაიგო, ეჭვით აღივსო და მეუღლის სიყვარულის დაბრუნება სცადა. ამ მიზნით ინახავდა იგი იმ ჯადო-წამალს, რომელიც ოდესღაც კენტავრმა ნესოსმა მისცა. ვერ წარმოიდგენდა დეიანირა, რომ ნესოსი მოატყუებდა. მან საგულდაგულოდ გადანახული ჯადო-მალამო ჰერაკლეს ქიტონს წააცხო, რასაც ემსხვერპლა დიდი გმირი (ჰერაკლე). სიკვდილის წინ ჰერაკლემ შეიპირა თავისი ძე ჰილოსი, რომ იოლეზე იქორწინებდა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები