ზუმბაძე გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გიორგი ზუმბაძე – დაიბადა 1964 წლის 28 ნოემბერს თბილისში.
განათლება – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია (1988).
სამუშაო გამოცდილება – გუნდის რეგენტი (1987-90).
- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს რწმუნებული მესხეთ-ჯავახეთში.
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-93): პროპორციული სიით, №5 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ხელისუფლებისა და მმართველობის ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოთა რეფორმების კომისიის, საგარეო ურთიერთობების კომისიის წევრი.
- საქართველოს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი (1993-95).