დოლიძე როსტომ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
როსტომ დოლიძე – (დ. 23 იანვარი, 1939, ბათუმი – გ. მაისი, 2010).
განათლება – მოსკოვის ეკონომიკის ინსტიტუტი (1967). სამხედრო სამსახური (1960-62).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა პარტიულ-სამეურნეო საქმიანობას.
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბათუმის საქალაქო საბჭოს არაერთგზის დეპუტატი.
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): საკომპენსაციო სიით, ბლოკი „მშვიდობა“.
- პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით.
- პარლამენტის წევრი (1999-2004): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე.