გოცირიძე რომან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რომან გოცირიძე – დაიბადა 1956 წლის 7 ნოემბერს გალში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1982); ასპირანტურა (1985).
სამუშაო გამოცდილება
- პედაგოგიური საქმიანობა (1984-90).
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, დიდუბის №5 საარჩევნო ოლქი;
- სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992).
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992): პროპორციული წესით, №2 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ბლოკი „11 ოქტომბერი“.
- საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი (1992-93).
- ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი (2002-2004).
- პარლამენტის წევრი (2004-2005): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.
- საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი (2005-2007).
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი პედაგოგები
- ქართველი ეკონომისტები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები
- საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრები
- თბილისის საკრებულოს წევრები
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები
- საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრები
- საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტები
- გოცირიძეები