თალგამი (საზღვაო კვანძი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თალგამი
თალგამი

“თალგამი”

“თალგამი” კნოპის ერთ-ერთი სახეა. კნოპი არის გვარლის ბოლოზე განსაკუთრებული წესით გაკეთებული კვანძი.

ეს დასახელება განპირობებულია ამ კნოპის გარეგნული მსგავსებით თალგამთან.

“თალგამის” გასაკეთებლად გვარლის გაშლილ ძარღვებს ჯვარედინად დაალაგებენ ისე, როგორც ნახ.-ზეა ნაჩვენები. ჩვეულებრივად საკმარისია ორი-სამი გაყრა ისევე, როგორც მოკლე ნაწნავის შემთხვევაში. ამგვარად მიიღება ცილინდრული კნოპი, რომელიც არ აძლევს გვარლს ძარღვებად დაშლის საშუალებას.


წყარო

ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო კვანძები/რედ. ალ.ჯავახიშვილი. - მე-3 შესწორებული გამოცემა - [თბ.]: ალავერდი, 2015. – 56 გვ: ნახ.; ISBN 978-9941-0-8081-4

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები