არველაძე გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გიორგი არველაძე – დაიბადა 1978 წლის 10 ივლისს თბილისში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (1999), მაგისტრატურა (2000).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის უფროს სპეციალისტად (2000-2001).
- პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი (2001-2003).
- ქ. თბილისის საკრებულოს წევრი (2002-2003): საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტი“;
- საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის უფროსი - საქართველოს პრეზიდენტის პრეს-მდივანი (2003-2004).
- პარლამენტის წევრი (2004-2005): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი.
- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი (2005-2006);
- ეკონომიკური განვითარების მინისტრი (2006-2008).