აბაშიძე ასლან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბაშიძე ასლან – დაიბადა 1938 წლის 20 ივლისს ბათუმში.
განათლება – ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი (1962).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა პარტიულ-სამეურნეო ხელმძღვანელ თანამდებობებზე (1965-90).
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: თავმჯდომარის მოადგილე.
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული წესით, №10 მრავალმანდატიანი ოლქი, ბლოკი „მშვიდობა“.
- პარლამენტის წევრი (1995-99): სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირის სიით;
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (1991, 1992-95).
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე (1991-2004). დემოკრატიული აღორძინების კავშირის თავმჯდომარე.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).