პოლონური ხორბალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:42, 15 ნოემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პოლონური ხორბალი - (Triticum polonicum L). პოლონური ხორბალი საქართველოში პირველად XIX ს.-ის 80-იან წლებში მოიხსენიება. ნაპოვნია დასავლეთ საქართველოში (იმერეთში) XX ს.-ის 40-50-იან წლებში მინარევის სახით; აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლში.
შიშველმარცვლიანია, ახასიათებს ძალიან გრძელი ფარჩხატი თავთავი (12-20 სმ). ძირითადად იყენებდნენ ფქვილის სახით (მაისაია, 2009; ნასყიდაშვილი და სხვ., 2013).
წყარო
პური ჩვენი არსობისა: წიგნი II /საქართველო სამიწათმოქმედო კულტურის უძველესი კერა/,-ავტ: ფრუიძე ლევან, მაისაია ინეზა, სიხარულიძე შალვა, თავართქილაძე მაია. თბილისი: პალიტრა L, -2016