ხორციანი იახნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:39, 21 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ხორციანი იახნი − ხორციანი იახნი სოუზის მსგავსი წვნიანი საჭმელი იყო.
იგი შემდეგი წესით მზადდებოდა: წვრილ ნაჭრებად ხორცს დაჭრიდნენ, ქვაბში ჩაყრიდნენ, წყალს ჩაასხამდნენ და მოხარშავდნენ, შემდეგ პრასა-მაკიდოს ჩააყრიდნენ, წიწაკას დაუმატებდნენ და მცირე ხნით აადუღებდნენ.
ლიტერატურა
აბაშიძე, კომახიძე, 1998:141.