ჭახრაკი (ტვირთის გადასაადგილებელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:33, 19 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჭახრაკი – გარკვეულ დისტანციაზე გაბმულ მავთულზე ანდა თოკზე რაიმე ტვირთის გადასაადგილებელი ხის კონსტრუქცია. აგებული იყო ბორბლის ტრიალის პრინციპზე, რომელსაც მავთულზე სამოძრაოდ ირგვლივ ამოჭრილი ღარი შემოუყვებოდა. გამოიყენებოდა, მაგალითად, წყაროს წყლის ამოსატანად ანდა სხვა სახის ტვირთის ერთი მთიდან მეორეზე გადასატანად, რაიმე ტვირთის სიმაღლეზე ასაზიდად. თანამედროვეობაში გავრცელებულია ანალოგიური პრინციპით აგებული ლითონის ჭახრაკი. ჭახრაკს ბოლოზე თოკის და ტვირთის ჩამოსაბმელად ნახვრეტი ჰქონდა.