ტავარჯუღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:12, 12 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტავარჯუღი, ტავარჯოღი − ტყავის სამგზავრო ზურგჩანთა, ტომარა, რომელიც თხის ტყავისაგან მზადდებოდა. თავის მოსაკვრელად ტყავისავე ყულფებით მასზე რკინის რგოლები იყო დამაგრებული, რომლებშიც ტყავისავე თასმა იყო გაყრილი. თასმა მეორე ბოლოთი ტავარჯუღის ბოლოს ებმოდა. იგივე თასმა ტავარჯუღის მხარზე გადასაკიდებლად გამოიყენებოდა.
ლიტერატურა
დავითაძე, 1974:72.