საბერველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საბერველი

საბერველისამჭედლო ინვენტარი, რომლის მეშვეობითაც ქურას ჰაერი მიეწოდებოდა.

აჭარაში დამოწმებული საბერველი ისე იყო აგებული, რომ ჰაერის უწყვეტი მიწოდების საშუალებას იძლეოდა. იგი ჩვეულებრივი ქართული საბერველი იყო, ორი განყოფილებისაგან შედგებოდა, ჰქონდა ორი სახელური და ორი საქშინავი. საბერველთან ერთი კაცი იდგა და მას მონაცვლეობით ამოძრავებდა.

დაახლოებით XIX საუკუნიდან რუსული საბერველი გავრცელდა. მას ცალი ხელით ამოძრავებდნენ და მეორეთი კი ქურასთან მუშაობა შეიძლებოდა. რუსული საბერველი ჰაერის მხოლოდ წყვეტილ ნაკადს იძლეოდა.



ლიტერატურა

ქართული მატერიალური კულტურის, 2013:335.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები