ესპერენის ბიგარო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:48, 11 ნოემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ესპერენის ბიგარო

ესპერენის ბიგარო Bigarreau d’Espérne

ბლის ჯიში წარმოშობით ბელგიიდან არის, საიდანაც ჯერ კიდევ 1845 წელს გატანილი იქნა საფრანგეთში, აქედან ფართოდ გავრცელდა და სამრეწველო ხასიათი მიიღო.

საქართველოს რაიონებში ეს ჯიში იშვიათად გვხვდება.

ესპერენის ბალი ღირსშესანიშნავია, როგორც საგვიანო სიმწიფისა და კარგი გემოს ნაყოფის მომცემი ჯიში.

ხე ძლიერი ზრდისაა, კარგად განვითარებული განიერი ვარჯით.

ნაყოფი მსხვილი გულისებრი ფორმისაა.

ნაყოფის კანი მკვრივია, მოყვითალო–თეთრი ფერის, წითელი ლოყით მზის მხარეზე.

ნაყოფის ხორცი ოდნავ მოვარდისფრო–თეთრი ფერისაა, მკვრივი, წვნიანი, ტკბილი გემოსი. წვენი უფერულია.

კურკა მსხვილი აქვს. ხორცი არ სცილდება კურკას.

ნაყოფი მწიფდება გვიან – ივლისის დამლევს.

ბიგაროთა შორის ერთ–ერთი ძვირფასი ჯიშია.

წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები