წყავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წყავი

წყავი – (Laurocerasus officinalis M. Roem = Prunus laurocerasus L.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). 1-6 მ სიმაღლის ხე ან ბუჩქია, დატოტვილი. ფოთლები მოგრძო-ელიფსურია, მოკლეყუნწიანი, პრიალა, ტყავისებური. ყვავილედი ხშირი, აღმამდგომი მტევანია. გვირგვინი თეთრია, ნაყოფი შავი ფერისაა. ყვ. IV-V; ნაყ. VIII. მცენარე იზრდება ტყეებში, როგორც ქვეტყე. შედის აგრეთვე ბუჩქნარების შემადგენლობაში, ხშირად სუფთა რაყებს ქმნის. კახეთში ის საკმაოდ იშვიათია. მისი ნახვა შესაძლებელია ილტოს აღკვეთილსა და მდინარე კისისხევის ხეობაში. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში.







წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები