ჩვეულებრივი კოწახური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:55, 3 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჩვეულებრივი კოწახური – (Berberis vulgaris L.); ოჯახი: კოწახურისებრნი (Berberidaceae). ხე ან ბუჩქია, 3 მ-მდე სიმაღლისა. ქაცვისებური ეკლები სამადაა დაყოფილი ან ნორჩ ტოტებზე ზედა ეკლები მარტოულია. ფოთლები თხელია, შიშველი, მწვანე ფერისა. ფორმით – ელიფსურიდან მოგრძო ლანცეტურამდე. ფუძისკენ შევიწროებულია და კიდეებზე ხერხკბილა. ყვავილედი მრავალყვავილიანია, ქვევით ჩამოკიდებული. ყვავილი – ყვითელი. ნაყოფი ელიფსურია, წითელი, იშვიათად – ყვითელი. ყვ. ნაყ. V-VII. გავრცელებულია ტყისპირა ადგილებში, ხეობებში, ბუჩქნარებში. გვხვდება კახეთში თითქმის ყველგან. მისი ნახვა შესაძლებელია სოფლების: კონდოლის, შენაქოს, ხისოს მიდამოებში, გარეჯში და ა.შ.