ძაღლნიორა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:06, 3 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ძაღლნიორა – (Ornithogalum magnum Krasch. & Schisck.); ოჯახი: სუმბულისებრნი (Hyacinthaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყვავილედი მრავალყვავილიანი მეჩხერი ცილინდრული მტევანია. თანაყვავილები ლანცეტაა. ყვავილსაფრის ფოთლები მოყვანილობით მოგრძო – ხაზურია, პატარა წვეტით დაბოლოებული, თეთრია, მურა ფერის ძარღვებიანი. ფოთლები ფართო ლანცეტა–ხაზურია, სიგრძით – 2-4 სმ. მცენარე ზოგჯერ 1 მ-ს აღწევს. ყვ. ნაყ. VI-VII. მცენარე კავკასიის ენდემია. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლებსა დაჩრდილულ ადგილებში, ფოთლოვან ტყეში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ უჯარმის მიდამოებში. გავრცელებულია აფხაზეთსა და ქართლში.