ჟასმინი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:35, 1 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჟასმინი - (Jasminum fruticans L.); ოჯახი: ზეთისხილისებრნი (Oleaceae). სწორად მდგომი ბუჩქია, შიშველი, დაღარულ-წახნაგოვანი ტოტებით. ფოთლები 3-ფოთოლაკიანია. ფოთოლაკები მოგრძო-ნიჩბისებურია, კიდემთლიანი, შიშველი. გვერდითი ფოთოლაკები მჯდომარეა. ყვავილები ყვითელი ფერისაა. ტოტების კენწეროებზე განთავსებულია 1-5 ყვავილი. გვირგვინი მილად არის შეზრდილი. გადანაღუნი 5-ნაკვთიანია. ყვ. IV-VI; ნაყ. VII-VIII. მცენარე იზრდება ბუჩქნარებში, მშრალ ფერდობებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თელავის მიდამოებში.