მთის წყალნაწყენი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:29, 1 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მთის წყალნაწყენი – (Epilobium montanum L.); ოჯახი: წყალნაწყენისებრნი (Onagraceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო სწორად მდგომია ან წამოწეული, 1 მ-მდე სიმაღლის, მარტივი ან დატოტვილი• თხლად შეფოთლილი, ხუჭუჭა ბეწვებით შემოსილი. ქვედა ფოთლები მოგრძო კვერცხისებურია, კიდედაკბილული. შუა ფოთლები კვერცხისებურია ან ელიფსური, მოკლეყუნწიანი. გვირგვინის ფურცლები მკრთალი წითელია, მახვილი ამონაკვეთებით. ყვ. ნაყ. V-IX. მცენარე გავრცელებულია ტყეებსა და ტყისპირა ადგილებში, მთის შუა სარტყლამდე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ თეთრწყლების მიდამოებში, მდინარე სტორის ხეობაში. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში.