მაჯაღვერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:22, 1 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მაჯაღვერი - (Daphne glomerata Lam.); ოჯახი: მაჯაღვერასებრნი (Thymelaeceae). 50 სმ-მდე სიმაღლის შიშველი ბუჩქია. ღერო მსხვილია, მურა ნაცრისფერი ქერქით, ძირიდანვე დატოტვილი. ტოტები წამოწეულია, მარტივია ან ორთითასებრ დატოტვილი. ფოთლები მოგრძო-ლანცეტაა ან ნიჩბისებური, მჯდომარეა და თავმოყრილი ტოტების ბოლოებზე. ყვავილები სურნელოვანია, 3-16 ყვავილი ერთად კონებად არის შეკრებილი. ყვავილსაფარი გარედან ვარდისფერია. შიგნიდან – თეთრი. ყვავილსაფრის ნაკვთები ლანცეტაა. ნაყოფი წითელი. ყვ. ნაყ. VII-VIII. ეს მცენარე გავრცელებულია სუბალპურ და ალპურ სარტყლებში, მდელოებზე და ბუჩქნარებს შორის, ძლიერ გადაძოვებულ ადგილებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე, სოფლების – ჯვარბოსლისა და კოკლათის – მიდამოებში.