Ceterach officunarum Willd
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:44, 1 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
Ceterach officunarum Willd - ოჯახი: Aspleniaceae. მრავალწლიანი ბალახოვანი კორდიანი მცენარეა, სიმაღლე – 5-15 სმ. ფოთლები ტყავისებურია, ერთჯერ ფრთისებური, ფორმით – ლანცეტა ან მოგრძო-ლანცეტა. სეგმენტები მომრგვალო-ოვალურია. ფოთოლი ზემოდან მკრთალი მონაცრისფროა, ქვემოდან კრამიტისებური ქერცლებითაა დაფარული. ყვ. ნაყ. V-VI. მცენარე გავრცელებულია კლდეებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია არწივის ხეობაში. სპორადულად გავრცელებულია მთელ საქართველოში.