თელადუმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:06, 30 სექტემბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თელადუმა – (Ulmus glabra Huds.); ოჯახი: თელისებრნი (Ulmaceae). 40-45 მ სიმაღლის ხეა, გლუვი, რუხი ქერქით. ნორჩი ტოტები მოწითალო-მურა ფერისაა. ფოთლები მოკლეყუნწიანია, დიდი ზომის – 18 სმ-მდე სიგრძის, 10 სმ სიგანის, გრძლად წაწვეტებული, ფართო-ელიფსისებური ან უკუკვერცხისებური, ორივე მხარეს ძირთან არათანაბარგვერდიანი, დაფარული მრავალი მოკლე, ხეშეში ბეწვით, ძლიერ ხაოიანი, კიდეზე მრგვალკბილა-ხერხისებური. ყვ. ნაყ. III-V. იზრდება მთის შუა სარტყელში, ფართოფოთლოვან ტყეებში, ტენიან ადგილებში, ჭალებისა და ხევების გაყოლებით. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი მცენარე.