პურის ბზუალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:39, 30 აგვისტო 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პურის ბზუალა

პურის ბზუალა - მწერი, ბზუალების ოჯახი ხეშეშფრთიანებს (Coleoptera) ეკუთვნის. ახასიათებს სრული მეტამორფოზი, მღრღნელი პირის აპარატი, აზიანებს ხორბალს, ქერს, ჭვავს, ნაკლებად სიმინდსა და შვრიას. ზიანი მოაქვს მეტწილად მატლს, რომელიც იკვებება საშემოდგომო პურეულის ფოთლებით 3-4 კვირის განმავლობაში. დაზიანებული ფოთლები ძაფებად იშლება, ხმება და მცენარე მთლიანად იღუპება. ხოჭოებით დაზიანება კი ძირითადად რძის სიმწიფეში ჩნდება, როცა ისინი მარცვლით იკვებებიან.

პურის ბზუალა ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული, მას ერთწლიანი გენერაცია ახასიათებს. მავნებლის მასობრივი გამრავლების ძირითადი მიზეზია ერთი და იმავე ნაკვეთზე პურეული კულტურების თესვა და სარეველებთან ბრძოლის ცუდი ორგანიზაცია, რადგან მავნებლის დამატებით საკვებს სწორედ სარეველები (ჭანგა და სხვ.) წარმოადგენენ.

ბრძოლის ღონისძიებები

სწორი თესლბრუნვა, რათა წინამორბედი იყოს ისეთი კულტურა, რომელიც არ ზიანდება პურის ბზუალათი (მზესუმზირა, ჭარხალი, საკვები ბალახები და სხვ.) დასათესად შეწამლული თესლის გამოყენება.




წყარო

ხორბლის მავნებლები დაავადებები, სარეველები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები