ვაზის ფოთლების დახვევა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:38, 23 აგვისტო 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვაზის ფოთლების დახვევა - ვირუსული დაავადებაა. მისი ძირითადი სიმპტომია ქვედა იარუსის ფოთლების კიდეების დახვევა. ფოთლები მკრთალდება, ზედაპირი უხეშდება, ეხვევა დაბლა მთავარი ძარღვის გასწვრივ.
დაავადება ვლინდება ზაფხულის დასაწყისში. აგვისტო-სექტემბერში შავი ყურძნის ფოთლები წითლდება, თეთრი ყურძნის ფოთლები ყვითელია, თუმცა ვეგეტაციის ბოლოს წითელ ფერს ღებულობს. ნაყოფები მკრთალი შეფერილობისაა და შენელებულია მათი დამწიფება. მოსავლის დანაკარგები 10-20%-ს აღწევს.
წყარო
ვაზის მავნებლები, დაავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები