ჰიპნოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:17, 3 ივლისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიპნოზი - (hypnosis), ტრანსის მდგომარეობა, გარეგნულად ძილის მსგავსი, გამოწვეული მოდუნების და ერთ ობიექტზე ყურადღების კონცენტრაციის შთაგონებით. ამ მდგომარეობაში ინდივიდი ხდება შთაგონებადი, ჰიპნოზიორის ზემოქმედების მიმართ მგრძნობიარე, შეუძლია გაიხსენოს დავიწყებული მოვლენები, მიაღწიოს ფსიქოლოგიურ სიმპტომთა შემსუბუქებას. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

ჰიპნოზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც პიროვნება რელაქსირებულ და ძილის მაგვარ მდგომარეობაში იმყოფება და უფრო შთაგონებადია, სხვა მდგომარეობასთან შედარებით. გაზრდილი სუგესტიურობა იწვევს დაქვეითებულ მგრძნობელობას ტკივილის გამომწვევი სტიმულების მიმართ, ცოცხალ წარმოსახულ ხატებს, ჰალუცინაციებს, მეხსიერების დაქვეითებას და „ასაკობრივ რეგრესიას”, რომლის დროსაც პიროვნება ისე იქცევა, თითქოს უფრო პატარა ასაკის ყოფილიყოს. მიუხედავად იმისა, რომ სუგესტიურობის გაზრდა ჰიპნოზისთივს არის დამახიასითებელი, ის მხოლოდ ჰიპნოტური მდგომარეობის დროს არ გვხვდება. ზოგი ადამიანი ასეთივე სახით რეაგირებს შთაგონებაზე სრული სიფხიზლის დროს (Barber, 1962). როგორც ჩანს არ არსებობს ფენომენი, რომელიც მხოლოდ ჰიპნოტური მდგომარეობისთვის იყოს სპეციფიკური.

ჰიპნოზის გამოწვევა მრვალი სახითაა შესაძლებელი. ძირითადი მოთხოვნა იმაში მდგომარეობს, რომ პიროვნებას უნდოდეს ჰიპნოტურ სეანსში მონაწილეობა და დარწმუნებული იყოს, რომ ის, ამ დროს, ჰიპნოტურ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ჰიპნოტური პროცედურების უმრავლესობა მოიცავს ყურადღების ფოკუსირების ამოცანებს (მაგალითად, მოძრავ საგანზე დაკვირვება), რითმული მონოტონური ინსტრუქციებისა და შთაგონებების გრადუირებული სერიის (მაგ. შთაგონება, რომ პიროვნების ხელი ნელ-ნელა მაღლა აიწევს) კომბინაციას. თერაპევტი იყენებს პაციენტის სუგესტიურობას ან პირდაპირი შთაგონებებისთვის, რომლებიც რაიმეს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად ან წარსულში რეპრესირებული მეხსიერების შინაარსების აღსადგენად.

როდის არის ჰიპნოზი ნაჩვენები

ჰიპნოზი ფსიქიატრიში ხშირად არ გამოიყენება. მსუბუქი ტრანსი დრო და დრო გამოიყენება, როგორც რელაქსაციის ერთ-ერთი ფორმა. ამ თვალსაზრისით ჰიპნოზი არ არის უპირატესობის მქონე რელაქსაციასთან შედარებით. უფრო ღრმა ტრანსი ზოგჯერ განმოიყენება სუგესტიურობის გასაძლიერებლად სიმპტომების შემსუბუქების მიზნით, განსაკუთრებით, კონვერსიული აშლილობის სიმპტომების დროს. მიუხედავად იმისა, რომ ჰიპნოზის მეთოდი ეფექტურია ხანმოკლე პერიოდის მანძილზე, მისი უპირატესობა სუგესტიის გამოყენებასთან ჰიპნოზის გარეშე არ არის დადასტურებული. გარდა ამისა, ჰიპნოზის მდგომარეობში სუგესტიის გამოყენებით სიმპტომების მყისიერ მოხსნას შეიძლება მოსდევდეს შფოთვა ან დეპრესია. ფსიქოთერაპიის დროს ჰიპნოზს იყენებდენ გახსენების პროცესის ხელშესაწყობად, მაგრამ არ არის დამტკიცებული, რომ ეს პროცედურა აუმჯობესებს შედეგებს. ამ მიზეზების გამო, ავტორები არ გვირჩევენ ჰიპნოზის გამოყენებას კლინიკურ ფსიქიატრიაში. (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები