ბოდვითი აშლილობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:30, 6 ივნისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბოდვითი აშლილობა - (F22.0), (delusional disorder), ერთი ან მთელი რიგი, ურთიერთდაკავშირებული, სხვადასხვა შინაარსის ბოდვითი იდეების განვითარებისა, რომლებიც, ჩვეულებრივ, მყარია და ხანდახან მთელი ცხოვრების მანძილზე ნარჩუნდება. ამასთან, როგორც წესი, გამოხატული და მყარი სმენითი ჰალუცინაციები, ზემოქმედების ბოდვა, ემოციური (აფექტის) დაჩლუნგება ან თავის ტვინის დაავადების უტყუარი ნიშნები არ აღენიშნება. ამავე დროს, თუ არსებობს პერიოდულად განმეორებადი, ტრანზიტული სმენითი ჰალუცინაციები, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, დიაგნოზის გამოყენება დასაშვებია იმ პირობით, თუ ჰალუცინაციები ზოგადი კლინიკური სურათის მხოლოდ უმნიშვნელო, მცირე ნაწილს შეადგენს.
სინონიმი
მარტივი პარანოიდული მდგომარეობა