აღნიაშვილი ლადო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლადო აღნიაშვილი

აღნიაშვილი ვლადიმერ (ლადო) დიმიტრის ძე - (7. II. 1860, ს. შილდა, ახლანდელი ყვარლის რაიონი, – 23. IV. 1904, თბილისი), ქართველი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი.

დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ გორის სემინარია. ასწავლიდა თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელსა და თბილისის ქართველ კათოლიკეთა სამრევლო სკოლაში. აღნიაშვილმა ჩამოაყალიბა ქართველ მომღერალთა გუნდი („ქართული ხორო“, ი. რატილის ლოტბარობით, 1885-86), რომელმაც დიდი ისტორიული როლი ითამაშა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში, საფუძველი ჩაუყარა ქართულ ეროვნული სასიმღერო შემოქმედების აღორძინებას, მის პროპაგანდასა და შემდგომ განვითარებას. გუნდის რეპერტუარში იყო საქართველოს ყველა კუთხის სიმღერები. ამ გუნდში მღეროდნენ: ია კარგარეთელი, ზაქარია და ივანე ფალიაშვილები და სხვ. გუნდის კონცერტს „ივერიაში“ გამოეხმაურა ი. ჭავჭავაძე.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

იხილეთ აგრეთვე

ლადო აღნიაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები