პატარძალა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:53, 24 მაისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პატარძალა – (Anchusa italica Retz. = Anchusa azurea Mill.); ოჯახი: ლაშქარასებრნი (Boraginaceae). ორ ან მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მთელი მცენარე უხეში ჯაგრითაა შებუსული. ფოთლები ოვალურია ან მოგრძო-ლანცეტა. ქვედა ფოთლები ყუნწიანია, ზედა კი – მჯდომარე. ყვავილები შეკრებილია ფარჩხატ ხვეულებად. გვირგვინი მეწამულ-ლურჯი ფერისაა. ხახა სქლად არის მოფენილი თეთრი ბეწვით. ყვ. IV; ნაყ. VII. მცენარე იზრდება მშრალ ადგილებში, გზის პირებსა და ნათესებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თითქმის ყველგან, არცთუ ისე ხშირი მცენარეა, მთელ საქართველოში სპორადულად არის გავრცელებული.