Psephellus dealbatus
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:34, 24 მაისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
Psephellus dealbatus (Willd.) K. Koch - ოჯახი: რთულყვავილოვნები (Asteraceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო წამოწეულია ან ძირიდანვე რკალივით მოხრილი, სიმაღლე – 30-60 სმ. მცენარე შებუსულია. ფესვთანური ფოთლები ორმაგფრთისებურად განკვეთილი. სეგმენტებიც და ნაკვთებიც ლანცეტაა. შუა და ზედა ღეროსეული ფოთლები ფრთისებურად არის განკვეთილი ან ხაზურია. მისი სეგმენტები ვიწრო-ლანცეტაა. კალათები ერთეულია, დიდი ზომის. ყვავილები მეწამული ფერისაა, გარეთა ყვავილები ძლიერ გადიდებულია. ყვ. VI-VII; ნაყ. VII-VIII. მცენარე იზრდება მთის შუა და ზედა სარტყლებში, მშრალ და ქვიან ადგილებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია მდინარე სტორის ხეობაში, დედოფლისწყაროს მიდამოებში. გვხვდება ქართლსა და მესხეთში.