Primula amonea M. Bieb
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:34, 24 მაისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
Primula amonea M. Bieb. - ოჯახი: ფურისულისებრნი (Primulaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები კვერცხისებურია, უკუკვერცხისებური ან ელიფსური. გადადის მოკლე, ფრთიან ყუნწში, კიდედაკბილულია. ფოთლის ზედა მხარე შიშველია, ქვედა – მცირედ შებუსული. საყვავილე ღერძი გრძელია, გვირგვინი იისფერია ან მეწამული, გადანაღუნი ფართო-უკუკვერცხისებურია. ყვ. ნაყ. V-VII, მაღალმთის მცენარეა, იზრდება ჩამონაზვავებზე, რიყეებსა და მდელოებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე. საქართველოში ცნობილია დიდი კავკასიონის გაყოლებით. კავკასიის ენდემია.