შიზოტიპური პიროვნული აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:52, 20 მაისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შიზოტიპური პიროვნული აშლილობა - შიზოტიპური პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებს ახასიათებთ სოციალური შფოთვა. მათი კოგნიციები და პერცეპცია დარღვეულია, მეტყველება უცნაური, ხოლო აფექტური რეაქციები - შეუსაბამო. მათი ქცევა ექსცენტრულია. როგორც ჩანს, მოცემული პიროვნული აშლილობა შიზოფრენიასთან არის დაკავშირებული. ICD-10-ში (მაგრამ არა DSM-IV-ში) ის არ არის კლასიფიცირებული, როგორც პიროვნული აშლილობა. ის კატეგორიზებულია შიზოფრენიასთან ერთად და კლასიფიკაციაში შიზოტიპური აშლილობის სახელით არის შეტანილი.

ამ ტიპის ადამიანებს სოციალური შფოთვა ახასიათებთ. ისინი საზოგადოებაში ყოფნისას შფოთვას განიცდიან, რის გამოც მათ უჭირთ ურთიერთობების დამყარება და ცოტა მეგობარი ჰყავთ. ისინი თავს სხვებისგან განსხვავებულად განიცდიან და ძნელად ერგებიან მათ. კოგნიტური დარღვევები მოიცავს დამოკიდებულებისა და ეჭვიანობის იდეებს (მაგრამ არა ბოდვას), უცნაური და ფანტასტიკური შინაარსის აზრებს (მაგ., ნათელმხილველობა, ტელეპატია და სხვათა აზრების კითხვა). ასეთ ადამიანებს ახასიათებთ უჩვეულო პერცეპტუალური გამოცდილება (მაგ., ვიღაცის არსებობა ან ჰალუცინაციისმაგვარი განცდები), ასეთ პირებს აღენიშნებათ უცნაური მეტყველება (უჩვეულო ენობრივი კონსტრუქციები, სიტყვები და ფრაზები, ბუნდოვანი მეტყველება და მთავარი თემიდან გადახვევა).

ასეთი პირების აფექტური რეაქციები უჩვეულოა. ისინი ხისტი, უცნაური ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომლებსაც ღარიბი ემოციური სფერო აქვთ. მათი ქცევა ექსცენტრულია და უცნაური მანერიზმით ხასიათდება. ისინი უცნაურად იცვამენ, არ იცავენ ქცევის ნორმებს და უცნაური სოციალური ქცევა ახასიათებთ


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები